სხვა

13:51 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ზედიზედ ორ ოძეკს ვერ გაუმკლავდა და უარყოფით ბალანსზე გავიდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტისთვის. ლევან გორგაძე ზედიზედ მეორე ოძეკთან ბრძოლას ვერ გაუმკლავდა და კვლავ უარყოფით ბალანსზე გავიდა.

ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ასანოიამა იყო, რომელთანაც დაპირებისპირებისთანავე ძალიან მწვავე ბრძოლა ჰქონდა. ტოჩი მავაშში ხელის ჩავლებას ცდილობდა თუმცა, მეტოქემ ამის უფლება არ მისცა და ჩვენებურის დოჰიოზე უვატენაგეს ილეთით დააგდო.

ამ გამარჯვებით ასანოიამამ ლევანთან ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი 4:2-ზე გაზადა.

ამრიგად, გორგაძეს შემოდგომის სუპერტურნირზე 4 მოგების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და იმისათვის, რომ გათამაშება დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 4 უნდა მოიგოს.

ტოჩის მომავალი მეტოქე კი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელსაც აქამდე 12-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 8-ჯერ მოახერხა, 4 შეხვედრაში კი თავად დამარცხდა.

0.128575