NBA-ს ნახევარფინალში ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ "დენვერ ნაგეტსს" მეორე მატჩიც მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და „დენვერმა“ ბოლომდე იბრძოლა, საკუთარი გუნდი წაგებისგან დევისმა იხსნა, რომელმაც ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო და მეტოქე 103:105 დაამარცხდა.
ლოს ანჯელესთა რიგებში სწორედ ენტონი დევისი იყო ყველაზე შედეგიანი. მან 31 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ხოლო ლებრონ ჯეიმსმა 26 ქულით, 11 მოხსნითა და 3 პასით ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო .
რაც შეეხება „დენვერს“, ამ გუნდის რიგებში ნიკოლა იოკიჩი იყო საუკეთესო, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი დააგროვა.
ამ გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე მეგონა მიდლტონიც დაიბრიდათქო ნუ დებთ რა ამ შავ სურათებს ცოტა ხანი მაინც