სხვა

2:45 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა ტურ დე ფრანსი მოიგო

კორონავირუსის გამო ორი თვის დაგვიანებით ჩატარებული ტურ დე ფრანსი, სლოვენიელი ტად პოგაჩარის გამარჯვებით დასრულდა. მან ყვითელი მაისური ბოლოსწინა ეტაპზე, დროზე რბოლაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო, ის არც ბოლო ეტაპზე დაუკარგავს, რომელიც როგორც წესი, აღლუმის რეჟიმში ჩაივლის ხოლმე.

ველომარათონის ბოლო ეტაპი ირლანდიელმა სემ ბენეტმა (დესონინკ-ქვიკსტეპი) მოიგო, თუმცა აღლუმი „UAE ტიმ ემირატსის“ მრბოლებმა ჩაატარეს, რომლებმაც თავიანთ ჩემპიონს დაბადების 22-ე დღე ერთი დღით ადრე მიულოცეს. ეს კი ნიშნავს, რომ 1904 წელს, ტურ დე ფრანსზე ანრი კორნეს გამარჯვების შემდეგ, სლოვენიელი ველოსპორტის მთავარი რბოლის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მან ყვითელი მაისურის გარდა, თეთრი (საუკეთესო 25 წელზე ახალგარზდა მრბოლებს შორის) და კოპლებიანი (საუკეთესო სამთო ჩათვლაში) მაისურებიც დაისაკუთრა.

საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა კიდევ ერთი სლოვენიელი, პრიმოჟ როგლიჩი (ჯუმბო ვისმა), რომელსაც პოგაჩარმა ლიდერობა ერთი დღით ადრე წაართვა. როგლიჩმა გამარჯვებულთან 59 წამი წააგო. მესამე ადგილზე კი ავსტრალიელი რიჩი პორტე (ტრეკ სეგაფრედო) გავიდა, ვინც პოგაჩარს სამწუთნახევრით ჩამორჩა. დარჩენილი ერთი მაისური - მწვანე, რომელიც საუკეთესო სპრინტერს გადაეცემა, ბენეტს დარჩა. გუნდბს შორის გამარჯვება „მოვისტარმა“ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი „ჯუმბო-ვისმამ“ და „ბაჰრეინ-მაკლარენმა“ დაიკავეს.

„არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა აქ, პარიზში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დგახარ. საოცარი სამი კვირა იყო, დაუჯერებელი მოგზაურობა. ყველას მადლობელი ვარ, ვიც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. სიტყვები არ მყოფნის ჩემი გრძნობების გამოსახატად“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც სამი კვირის განმავლობაში, სამი ეტაპის მოგება შეძლო. აქედან ორი სამთო ეტაპი იყო და ერთიც დროზე რბოლა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101749