ფეხბურთი

17:12 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

4 გოლი და 4 პასი: სონის და კეინის უნიკალური მიღწევა პრემიერლიგაში

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში ლონდონის „ტოტენჰემი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და სეზონში პირველი გამარჯვება ადვილად მოიპოვა - 5:2.

მატჩის ორი გმირი ჰყავდა - ჰონ-მინ სონი და ჰარი კეინი. ერთმა პოკერი შეასრულა, მეორემ 4 საგოლე პასი და გოლი ჩაიწერა აქტივში.

სამხრეთ კორეელმა კარიერაში პირველად შეასრულა პოკერი, რაც მთავარია ლონდონელთა შემტევმა დუეტმა ისტორია დაწერა: პრემიერლიგაში პირველად მოხდა, რომ ერთმა ფეხბურთელმა 4 გოლი ერთი თანაგუნდელის პასით გაიტანა. დიახ, სწორედ კეინმა გაუწია ოთხჯერვე ასისტენტობა აზიელს.

ინგლისელმა ფორვარდმა საგოლე პასებს ბოლოს გოლიც გაიტანა და ამ სეზონში პირადი ანგარიში გახსნა. „ტოტენჰემმა“ კი წინა ტურში „ევერტონთან“ საშინაო მარცხის შემდეგ რეაბილიტირება მოახერხა.

0.116175