ფეხბურთი

15:37 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია ესპანეთში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია ესპანურ „ოვიედოში“ ოფიციალურად გადავიდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სევილიასთან“ მიღწეული შეთანხმებით აბურჯანია „ოვიედოში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე და ამ მაისურის ჩაცმით ვიამაყებ. ვიმედოვნებ, რომ ერთად შევძლებთ „ოვიედოს“ იქ დაბრუნებას, სადაც ყოფნას იმსახურებს“, - განაცხადა 25 წლის ქართველმა.

აბურჯანიამ გასული სეზონი „ტვენტეში“ დაჰყო, რომლის ღირსება 19-ჯერ დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. მას კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება მომავალ ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ ნიდერლანდელებმა მაღალი ხელფასის გამო ქართველის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი აბურჯანიას სატრანსფერო უფლებები ამ დრომდე „სევილიას“ ეკუთვნის, რომლის მეორე გუნდში ჩვენებურს უთამაშია, მაგრამ მთავარში - არა. გარდა ამისა, ესპანეთში თამაშის გამოცდილება „ხიმნასტიკისა“ და „ლუგოს“ მაისურითაც აქვს.

0.133789