სხვა

13:16 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერი მაცდური ილეთით დაამარცხა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა - 4:4. ტოჩინოშინის მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო იყო, რომელსაც ჩვენებურმა ჰატაკიკომის ილეთით მოუგო.

შერკინებისთანავე ტოჩიმ მეტოქეს მაცდური ილეთი გაუკეთა და შემოდგომის სუპერტურნირზე ბაშოს ერთ-ერთ ლიდერს მეორე მარცხი აგემა.

აღნიშნული წყვილი აქამდე ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდა და ტაკაკეიშოს ქართველთან ურთიერთშეხვედრებში 8 მოგების წილ მხოლოდ 3 მარცხი აქვს.

ლევანის მომდევნო მეტოქე კი ოძეკი ასანოიამა იქნება, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე 5:3-ზე ბალანსი აქვს, ტოჩისთან ურთიერთშეხვედრებში კი 5 ორთაბრძოლიდან 3 მოგების წილ 2 მარცხი აქვს. ქართველს ხვალ მისი გათანაბრების შანსი ექნება.

0.069803