ფეხბურთი

1:09 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

იაგო

უნაი ემერიმ „ვილიარეალთან“ ერთად პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალ სეზონში. შეგახსენებთ, რომ „ყვითელი წყალქვეშა ნავები“ პრიმერას გამხსნელ ტურში, ასევე შინ, „უესკას“ (1:1) დაუზავდნენ.

ამჯერად, მასპინძლებმა „ეიბართან“ მე-9 წუთზე გახსნეს ანგარიში, მაგრამ მათი შემტევი, ჟერარ მორენო სტუმართა მცველების წინ იმყოფებოდა და მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე.

სამივე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. გამარჯვებისა კი პაკო ალკასერმა შეაგდო, რომელიც მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ დარჩა, ერთ მომენტში თითქოს წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ვარდნაში მაინც შეძლო გატანა.

გვიანი მატჩის გმირი კი სელტელი იაგო ასპასი გახდა. მან „ვალენსიას“ დუბლი შეუსრულა.

ესპანეთი

პრიმერა. 2 ტური. 19 სექტემბერი

ვილიარეალი - ეიბარი 2:1

0:1 გარსია (50), 1:1 მორენო (63), 2:1 ალკასერი (71)

ხეტაფე - ოსასუნა 1:0

1:0 მატა (54)

სელტა - ვალენსია 2:1

1:0 ასპასი (13), 1:1 გომესი (46), 2:1 ასპასი (57)

0.136498