ფეხბურთი

1:36 | 20.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A ბევრი ნულებით დაიწყო

იტალიის სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონი დაიწყო. კალჩომ სტარტი ფლორენციიდან აიღო, სადაც „ფიორენტინამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა, მერე კი „ბენტეგოდიზე“ „რომა“ „ვერონას“ ესტუმრა.

უნდა ითქვას, რომ იტალიის ჩემპიონატის დასაწყისი გოლებს გაუწყრა და ორ თამაშში მხოლოდ ერთხელ შეირხა კარის ბადე. „ფიორენტინამ“ „ტორინოს“ 1:0 აჯობა, გამარჯვების და ახალი სეზონის პირველი გოლი გაეტანო კატროვილიმ გაიტანა. ის „ფიორენტინას“ ახალი 10 ნომერია და როგორც ჩანს, ამან მასზე ჩინებულად იმოქმედა.

„რომამ“ კი სეზონი შეიძლება ითქვას ცუდად დაიწყო, რადგან „ვერონას“ ვერაფერი დააკლო და 2 ქულა დაკარგა.

სერია A-ს პირველი ტურში კვირა „იუვენტუსი“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს, ხოლო „მილანი“ ორშაბათს „ბოლონიას“ ეთამაშება, ხოლო „ატალანტასა“ და „ინტერის“ დაპირისპირება გადადებულია.

„ფიორენტინა“ – „ტორინო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კასტროვილი (78)

„ვერონა“ – „რომა“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
0.153771