ფეხბურთი

22:43 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგა მარცხით დაიწყო

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალდაწყებული პრემიერლიგის პირველ ტურში არ უთამაშია. დღეს, 19 სექტემბერს კი მე-2 ტურის შეხვედრაში შინ „კრისტალ პალასთან“ 1:3 დამარცხდა.

ანგარიში სტუმარმა ანდროს თაუნსენდმა მე-7 წუთზე გახსნა. 72-ზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ანდრე აიუს დარტყმული ბურთი დავიდ დე ხეამ მოიგერია, თუმცა არბიტრმა მეკარის მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა და სტუმრებს თერთმეტმეტრიანი თავიდან შეასრულებინა. უილფრიდ ზაჰა ზუსტი იყო.

მე-80 წუთზე მასპინძელება ერთი ბურთი გაქვითეს. გოლი დონი ვან დე ბეკმა გაიტანა. თუმცა, მალევე ზაჰამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც - 1:3 დააფიქსირა.

„კრისტალ პალასმა“ პირველ ტურში შინ „საუთჰემპტონი“ დაამარცხა (1:0). ასე რომ, ორი ტურის შემდეგ, მაქსიმალური 6 ქულა მოაგროვა. ამისდაკვალად, „ევერტონთან“ და "არსენალთან" ერთად გათამაშების ცხრილს ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116255