გარეთ ბეილი ლონდონის „ტოტენჰემში“ დაბრუნდა. „მამლების“ ვებგვერდმა ტრანფერი ოფიციალურად დაადასტურა. უელსელი ინგლისურ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადავიდა.
ბეილი „ტოტენჰემში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა და 203 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა. სწორედ ლონდონური გუნდიდან 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა მადრიდის „რეალში“.
„სამეფო კლუბის“ მაისურით გარეთმა ბოლო 7 სეზონში 251-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 105 გოლიც გაიტანა.