ფეხბურთი

21:48 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჟოტა „ლივერპულის“ ფეხბურთელია

„ვულვერჰემპტონის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, დიოგუ ჟოტამ, „ლივერპულთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა - გვამცნობს მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ტრანსფერი დაახლოებით 43 მილიონი ევრო დაჯდა.

„ლივერპული“ განსაკუთრებული გუნდია. გასულ სეზონში ხომ განუმეორებლები იყვნენ. გვეგონა, რომ მინდორზე მეტი ფეხბურთელი ჰყავდათ. სალაჰი, მანე და ფირმინო მსოფლიო კლასის მოთამაშეები არიან. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები მათ.“ - განაცხადა ჟოტამ.

იურგენ კლოპი: „ჟოტა 23 წლისაა და დიდი მომავალი აქვს. სწრაფია, დაცვაც კარგად შეუძლია და პრესინგსაც ჩინებულად ართმევს თავს. მასთან ერთად საშუალება მოგვეცემა სხვადასხვა ტაქტიკური ვარიანტები გამოვცადოთ. გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდა.“

0.109055