ფეხბურთი

17:09 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს ტრავმა უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე ვარაუდობდნენ

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ინგლისურ გუნდს ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. არგენტინელმა მუხლზე ოპერაცია ჯერ კიდევ ივნისში გაიკეთა და სეზონის სტარტს მწყობრში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ასე არაა.

როგორც პეპ გვარდიოლამ თქვა, კუნი მინიმუმ ოქტომბრის ბოლომდე ვერ ითამაშებს და შემდეგ გამოჩნდება, როდის შეძლებს გუნდის დახმარებას.

აგუეროს ტრავმები გასულ სეზონშიც აწუხებდა, მაგრამ 32 მატჩსი 23 გოლის გატანა მაინც მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტი“ ახალ სეზონს ორშაბათს „ვულვზთან“ მატჩით დაიწყებს.

0.133286