ფეხბურთი

14:50 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია ყატარის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლას იწყებს და ტიტემ შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა „სელესაოში“ 23 ფეხბურთელი გამოიძახა და მისი არჩევანი ასეთია:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), სანტოსი (ატლეტიკო პარანაენსე), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი, იტალია), გაბრიელ მენინო (პალმეირასი), ალექს ტელეში (პორტუ, პორტუგალია), რენან ლოდი (ატლეტიკო, ესპანეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ფელიპე (ატლეტიკო, ესპანეთი), როდრიგო კაიო (ფლამენგო)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ლიონი, საფრანგეთი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა, ინგლისი), ფელიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი) ევერტონ რიბეირო (ფლამენგო)

თავდამსხმელები: გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერი სიტი, ინგლისი), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ნეიმარი (პსჟ საფრანგეთი), ევერტონი (ბენფიკა, პორტუგალია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი)

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბოლივიას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ პერუს დაუპირისპირდება.

0.128725