ფეხბურთი

14:12 | 19.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჯენოამ" პიაცა და ძაპაკოსტა დაიმატა

იტალიურმა „ჯენოამ“ დავიდე ძაპაკოსტა და მარკო პიაცა დაიმატა. გენუელებს ორივე ფეხბურთელი იჯარის წესით შეუერთდა.

პიაცა „იუვენტუსის“ საკუთრებაშია, თუმცა ტურინელთა რიგებში მან ფეხი ვერ მოიკიდა და გასული სეზონი იჯარით „ანდერლეხტში“ გაატარა.

რაც შეეხება ძაპაკოსტას, ის შარშან „რომაში“ თამაშობდა, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები ლონდონის „ჩელსის“ ეკუთვნის.

0.153909