მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის მასტერსის მერვედფინალში თანამემამულე, სერბი ფილიპ კრაინოვიჩი ორსაათიან ბრძოლაში 7:6, 6:3 დაამარცხა.
ნოვაკი შეხვედრის პირველივე გეიმში დაბრეიკდა, თუმცა სიტუაცია მალევე შემოატრიალა და სეტი ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც კრაინოვიჩმა იბრძოლა, თუმცა 7:9 დამარცხდა. მეორე სეტში ჯოკოვიჩს აღარ გაუჭირდა მეტოქის მოწოდებაზე კარგი თამაში და ორი ბრეიკით 6:3 მოიგო.
სერბი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში დომინიკ კიოპფერს დაუპირისპირდება, რომელმაც ახალგაზრდა იტალიელი ჩოგბურთელი, 18 წლის ლორენცო მუსეტი 6:4, 6:0 დაამარცხა. მუსეტიმ მიმდინარე ტურნირზე დამაჯერებლად ითამაშა - ძირითად ბადეში იტალიელი კვალიფიკაციიდან მოხვდა, სადაც ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით სტან ვავრინკას და კეი ნიშიკორის სძლია. კიოპფერთან მუსეტი დაღლილი აღმოჩნდა და მისი მაქსიმუმი ტურნირზე მერვედფინალური ეტაპი აღმოჩნდა. გერმანელი და სერბი ჩიგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
კიდევ ერთი იტალიელი ჩოგბურთელის წარმატებული სერია დასრულდა რომის მასტერსზე - გრიგორ დიმიტროვმა იანიკ სინერი 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. მიმდინარე ტურნირზე 19 წლის იტალიელმა პირველ წრეში ბენუა პერი დაამარცხა, ხოლო მეორე წრეში - მეექვსე ნომრად განთესილი სტეფანოს ციციპასი.
ბულგარელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელმაც ფრანგი უგო ემბერი 6:7, 6:1, 6:4 დაამარცხა. ასევე, შემდეგი ეტაპის საგზურები მოიპოვეს მატეო ბერეტინიმ, რომელმაც სტეფანო ტრავალია 7:6, 7:6 დაამარცხა, ხოლო კასპერ რუდმა მარინ ჩილიჩს მოუგო - 6:2, 7:6. მეოთხედფინალური ეტაპის მეოთხე წყვილის ვინაობა ამ წუთებში ირკვევა - ჰუბერტ ჰურკაჩი დიეგო შვარცმანს ხვდება, ხოლო მსოფლიოს ნომერ მეორე ნომერი რაფაელ ნადალი დუშან ლაიოვიჩთან არკვევს ურთიერთობას.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საჭირო დასკვნებს გამოიტანს რაფა ამ წაგებიდან და როგორც ყოველთვის გაროსზე დაუმარცხებელი იქნება... პროსტა არ მჯერა ამ ნოვაკთან როგორ უნდა წაააგოს გაროსზე, ტიმი კიდე ბოლო წლებში პირველად ხვდება ამ ტურნირს როგორც მესამე ფავორიტიი( არც ვთვლი საერთოდ რომ რამე შანსი აქვს) იმდენად გამოფიტულია როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად..
2015 წლის რაფაა იმენა. შანსი არაა წელს გაროსზე გაიწიოს.
xo dzan sustat gamoiyureboda gushin mara dharshanac 2 mastersze wago mara garosi daxia yvela vnaxot ra ikneba didi shasia 20/20 gauxados rojers
შარშან გაროსამდე რომში უკვე მომარებული ჰქონდა. 10 პროცენტსაც არ მივცემ წელს რაფას გაროსზე. ნოლეა ფავორიტი .ტიმი პრატიკის გარეშეა თორე იასნად ეგ იქნებიდა.
vnaxot dzma vnaxot es shasi tu gaushva rom rojers eweva da ak garosze chasvara imena qimbara ikneba ra
რა დროს ისვენებს მაესტრო. ჯიბეში ედო გაროსი. ნიცევო გაისად კალენდარული სლემით დავბრუნდებით.
vis edo garosi to federers gamacine dzma magrat))
ai ratoma mosamzadebeli turniri kidev kai romshi moxda es da ara rolan garosze ganalizebs ra iyo es da rolan garosze sxva rafas vixilavt dges ki ubralot katastrofa iyo rolan garoszec dzan didi oflis gvra moucevs 20 meijoris dasadebat
ვფიქრობ ცუდი შედეგის მომტანი არაღმოჩნდეს მხოლოდ ერთ მოსამზადებელ ტურნირზე გამოსვლა. კარგი იქნებოდა კიდევ მინიმუმ ერთ ტურნირზე როგამოსულიყო გაროსამდე აშკარად პრაქტიკის ნაკლებობა აქვს მარა რაც არის არის იმედია საკმარისი აღმოჩნდება მომზადებისთვის რომი.
კაი ატაუშავს ამეაგების ვამო არდაგა.ვავ მარა გაროსუ როარმოიგო მოგინავ ყვემაფერს
ნადალი ჯოკოვიჩის ფინალს დიდი ალბათობით ვერ ავცდებით და ძალიან მაგარია. მანდ გამოჩნდება ვინ რა შანსებით იქნება გაროსზე. ჯერჯერობით რაც ჩანს ნადალი ფავორიტი იქნება უეჭველად