პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ვულვზის" შემტევი დიეგუ ჟოტა უახლოეს მომავალში "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება. როგორც Sky Sports-ი იუწყება, "მერსისაიდელები" ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არიან.
ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და "მგლები" ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ. ჯერჯერობით პირადი კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა ტრანსფერი უახლოეს მომავალში, შესაძლოა შაბათს გაოფიციალურდეს.
ჟოტა მადრიდის "ატლეტიკომ" 2016 წელს "ფერეირადან" დაიმატა. "როხიბლანკოსმა" ფეხბურთელი "პორტუსა" და "ვუვლზიში" გაანათხოვრა, ხოლო 2018 წელს ინგლისელებმა ფეხბურთელი გამოისყიდეს. გასულ სეზონში დიოგუმ 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონი ევროა.