ფეხბურთი

22:22 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების რჩეული - ანტონი მარსიალი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების რჩეული საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანტონი მარსიალი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ამავდროულად, ფეხბურთელების და გულშემატკივრების აზრი არ დაემთხვა ერთმანეთს და ფანების რჩეული ბრუნუ ფერნანდეში გახდა.

მარსიალმა გასულ სეზონში "მანჩესტერის" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. პრემიერლიგის 32 შეხვედრაში ანტონიმ თავი 17-ჯერ გამოიჩინა და მარკუს რეშფორდთან ერთად გუნდის ბომბარდირი იყო. გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა (გაიტანა 66 გოლი) და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

0.140768