ფეხბურთი

16:22 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის პლეი-ოფში "ლოკომოტივისა" და "დინამოს" პოტენციური მეტოქეები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა წინასწარ გაიმართა და შედეგად, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამო თბილისის“ პოტენციური მეტოქეები გაირკვა.

იმ შემთხვევაში თუ „დინამო“ და „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან პლეი-ოფში, საიდაც გამარჯვებულები უკვე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ, შეხვდებიან:

„შერიფი“ (მოლდოვა) / „დანდოლკი“ (ირლანდია) – „კლაკსვიკი“ (ფარერები) / „დინამო თბილისი“ (საქართველო)

„მალმიო“ (შვედეთი) / „ლოკომოტივი“ (ხორვატია) – „გრანადა“ (ესპანეთი) / „ლოკომოტივი“ (საქართველო)

ამრიგად, "დინამო თბილისი" "კლაკსვიკის" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში "შერიფი" - "დანდოლკის" წყვილში გამარჯვებულს სტუმრად შეხვდება, ხოლო "ლოკომოტივი" "გრანადას" დამარცხებას თუ მოახერხებს, პლეი-ოფში "მალმიოსა" და ზაგრების "ლოკომოტივის" წყვილში საუკეთესოს ასევე სტუმრად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს, „დინამო თბილისი“ ფარერებზე „კლაკსვიკს“ დაუპირისპირდება, იმავე დღეს კი „ლოკომოტივი“ ესპანეთში "გრანადას" ეწვევა. პლეი-ოფის მატჩები კი 1 ოქტომბერს გაიმართება და გამარჯვებული ერთ დაპირისპირებაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100818