კალათბურთი

11:19 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დრაგიჩი შეუჩერებელია და "მაიამიმ" უპირატესობა გაზარდა

„მაიამი ჰიტიმ“ NBA-ს სუპერფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და „ბოსტონ სელტიქსს“ სერიაში მეორე თამაშიც მოუგო. როგორც მოსალოდნელი იყო, დაპირისპირებამ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და „მაიამიმ“ 106:101 იმარჯვა.

„ჰიტის“ რიგებში საუკეთესო ისევ გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც 34:15 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „ბოსტონში“ კი კემბა უოკერი (23 ქულა, 7 მოხსნა) და ჯეილენ ბრაუნი (21 ქულა, 6 მოხსნა) გამოირჩნენ.

„ბოსტონისა“ და „მაიამის“ სერიის მესამე მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება. იქამდე, ერთი დღით ადრე მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება დაიწყება ლოს ანჯელეს „ლეიკერსსა“ და „დენვერ ნაგეტსს“ შორის.

0.117773