ფეხბურთი

12:23 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი რუსი ფეხბურთელი: "შეიძლება ითქვას, ეს წაგება სამარცხვინოა"

საბჭოთა ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ბუბნოვმა მოსკოვის „დინამოს“ თბილისში წაგებას სამარცხვინო უწოდა. ამის მიზეზად მან კლუბში დახარჯული ინვესტიცია დაასახელა.

„მეტწილად ანტონ შუნინიშ ორმა შეცდომამ განაპირობა ეს შედეგი, რომელმაც ვერ შეძლო ბურთის შენარჩუნება ყველაზე რთულ სიტუაციებში და მიგვიყვანა ამ შედეგამდე. რა თქმა უნდა, ღირს პრეტენზიების გამოთქმა მცველების მიმართ, რომლებმაც არ დააზღვიეს მეტოქე, მაგრამ ბრალის უმეტესობა მას ეკისრება. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ არ არის გამორიცხული სტანისლავ ჩერჩესოვმა მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს რუსეთის ნაკრებთან დაკავშირებით.

შეიძლება სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკურ შეცდომებზე საუბარი და გაუგებარია რატომ იტამაშა გუნდმა ერთი ფორვარდით. როდესაც მოედანზე იგბუნი შეიყვანა, „ლოკომოტივის“ კართან ზეწოლა გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას დებს კლუბის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურასა და კლუბში, ამ შედეგს შეიძლება სამარცხვინო ეწოდოს“, - თქვა ბუბნოვმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111949