კალათბურთი

11:50 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა ცსკა-ში

მოსკოვის ცსკა ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ამჯერად გომელსკის სახელობის ტურნირში ჩაერთო, სადაც ნახევარფინალში მბა ადვილად 106:59 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 15:29 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ცსკა სეზონის დაწყებამდე ამ ტურნირის ფინალურ მატჩს გამართავს, ხოლო 23 სექტემბერს VTB ლიგაში ჩაერთვება.

0.111122