ფეხბურთი

0:13 | 18.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "სანერვიულო "გრანადას" უფრო აქვს, ვიდრე ჩვენ"

თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა (2:1) და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ისტორიული გამარჯვების შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა:

„შარშან ჩემს კარიერაში ყველაზე მწარე და დიდი მარცხი იყო, მაგრა ბოდიში არ მომიხდია, რადგან საქმეს ყოველთვის გულით ვაკეთებ, ზოგჯერ გამოდის დადებითი შედეგი, ზოგჯერ - არა. ეს კი ნამდვილად არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რამდენიმე ფაქტორის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ „დინამო“ ძალიან ძლიერი გუნდია, ისევე, როგორც „კრაიოვა“ იყო პირველ წრეში. მადლობას ვუხდი „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას, რომ ეს შნასი მომცა და ქვეყნისთვის ეს სიხარული მოგვეტანა.

დიახ, მღელვარება თავიდან გვეტყობოდა და ეს ყოველთვის იქნება, რადგან ასეთ დონეზე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვთამაშობთ. თუმცა, ახლა ეს წნეხი მოხსნილია, ამ ორი გამარჯვების შემდეგ. ესპანეთში წნეხის გარეშე მივდივართ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, უფრო მეტიც, მგონია, რომ მეტოქეს უფრო აქვს სანერვიულო.

ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და სიამაყის გრძნობა მეუფლება, მარტივი მიზეზის გამო - ქართველი ხალხი გავახარეთ. ჩვენ ჩვენი პატარა საქმე გავაკეთეთ, მაგრამ მთავარია ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და ალბათ ოდესმე ამასაც შევძლებთ, თუმცა, ეს არის პატარა გამარჯვება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მინდა ლევან კორღალიძეს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან დიდი სამუშაო ჰქონდა გუნდში გაწეული და დიდი ბაზა დამხვდა. რა იქნება შემდეგ ეტაპზე? სიმართლე გითხრათ, არც წინა ეტაპის გადალახვა მეგონა და არც მეორე ეტაპის, მე-6 ადგილზე ვიყავით და ისიც არ ვიცოდი, გოლის გატანა შეგვეძლო თუ არა. თუმცა, ნელ-ნელა ხარისხი იმატებს, გოლების გატანა დავიწყეთ, ფეხბურთელებში თავდაჯერებამ იმატა. „გრანადა“ ლა ლიგის გუნდია, მაგრამ ამაზე დიდი გამოწვევა ცხოვრებაში რა უნდა იყოს, როდესაც ორ ეტაპს ასე გაივლი და შემდეგ ასეთ გუნდს უნდა ეთმაშო. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ამ ერთ კვირაში ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, თასზე ჩიხურასთან მატჩი გველოდება და შემდეგ ესპანეთში უნდა გავფრინდეთ. არ ვაპირებ, ჩიხურას თამაშის გადადება ვთხოვო, გამოვა, რომ გვინდა დასვენებულები ვეთამაშოთ და ისე მოვუგოთ, ეს არასწორი საქციელი იქნება. გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც არ უთამაშიათ და ისინი მიიღებენ შანსს, სადღაც მათაც ხომ უნდა ითამაშონ, ეზოში ხომ არ ითამაშებენ? ძალების გადანაწილებას მოვახერხებთ. ევროსარბიელზე თუ გამოდიხარ და იქ თამაშის ამბიცია გაქვს, იმის ხარჯზე და იმედად არ უნდა იყო, ყველა შენ მოგერგება, კლუბები, ფედერაცია, უბრალოდ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ, ჯერ „ჩიხურასთან“, რომელსაც არ ვუყურებ,როგორც უმნიშვნელო მატჩს“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „გრანადას“ სტუმრად 24 სექტემბერს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110019