ფეხბურთი

18:15 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის გოლმა "კაისარი" ვერ გადაარჩინა და ევროპა ლიგას გამოეთიშა

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ელგუჯა ლობჯანიძემ გოლი გაიტანა. "კაისარის" ქართველმა ფორვარდმა კვიპროსის "აპოელი" დაამწუხრა.

ელგუჯამ შეუცვლელად ითამაშა და მე-6 წუთზე ანგარიში სწორედ მან გახსნა. თუმცა, შემდეგ კვიპროსელები დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და 4:1 იმარჯვეს.

"კაისარი" ევროპა ლიგას გამოეთიშა, ლობჯანიძიეს კი მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.11898