ფეხბურთი

15:45 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე

ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი უეფას ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მორიგ შეხვედრას იმსაჯებს. 17 სექტემბერს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში სლოვენიური "მურა" დანიურ "ორჰუსს" უმასპინძლებს.

ქართველი არბიტრი სწორედ აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი იქნება. დღევანდელ მატჩში გიორგი ყრუაშვილს ასისტენტობას დავით ჩიგოგიძე და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილია.

​კოვიდ 19-ის პანდემიის შემდეგ ევროპული საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა საერთაშორისო მატჩს მოემსახურება. 27 აგვისტოს გიორგი კიკაჩეიშვილმა, ფიფას არბიტრის რანგში კარიერაში პირველი მატჩი: "კეშლა" - "ლაჩი" განსაჯა. 7 სექტემბერს კი, გიორგი ყრუაშვილმა ერთა ლიგის შეხვედრა: ყაზახეთი - ბელარუსი იმსაჯა.

0.112909