კატალონიის “ბარსელონამ“ ახალი სეზონის დაწყებამდე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.
ანგარიში 21-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ბრაზილიელმა საგოლე პასი ლიონელ მესის გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა.
„ჯირონამ“ მეორე ტაიმის დასაწყისშივე ერთი ბურთი სამუელ საიზის გოლის წყალობით გაქვითა, თუმცა, ეს მათი მაქსიმუმი გამოდგა.
საბოლოო ანგარიში კი მესიმ დააფიქსირა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
„ბარსელონა“ ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას 27 სექტემბერს, შინ, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.