ისტორია

9:42 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

17 სექტემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2001. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა დავით ყიფიანი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1911. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ჰეიზელ უიტმენმა სატონი 8:10, 6:1, 9:7 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 25-ე ჩემპიონი გახდა.

1920. აშშ-ში დაარსდა ეროვნული საფეხბურთო ლიგა (NFL). ეს ორგანიზაცია თორმეტმა კლუბმა დააფუძნა, რომლებმაც პირველი საწევროს სახით 100 ათასი დოლარი გადაიხადეს.

1927. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში რენე ლაკოსტემ უილიამ ტილდენი 11:9, 6:3, 11:9 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 47-ე ჩემპიონი გახდა.

1928. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ანრი კოშემ ჰანტერი 4:16, 6:4, 3:6, 7:5, 6:3 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 48-ე ჩემპიონი გახდა.

1937. აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივმა “რედსკინზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთსი” 13:3 დაამარცხა.

1954. როკი მარჩიანომ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ეზარდ ჩარლზი მერვე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1961. გლაზგოს ”აიბროქსის” სტადიონზე ”რეინჯერსისა” და ”სელტიკის” მატჩის მსვლელობისას ტრიბუნის დამცავი ჯებირი ჩაინგრა, რასაც ორი გულშემატკივრის სიკვდილი და ათეულობით ადამიანის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მოჰყვა. თავად მატჩი 2:2 დასრულდა.

1980. თბილისის ”დინამომ” თასების მფლობელთა თასისგათამაშების მეთექვსმეტედფინალის პირველ მატჩში, საბერძნეთის სალონიკის ”კასტორიასთან” გასვლაზე 0:0 ითამაშა. ”დინამო”: გაბელია, კოსტავა, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, კაკილაშვილი, სულაქველიძე, ჩელებაძე (თავაძე), ყიფიანი, შენგელია (ჩქარეული). გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1986. საბჭოთა მძლეოსანმა მარინა სტეპანოვამ 400 მეტრზე თარბრჯენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (52.94).

1987. თბილისის ”დინამომ” უეფას თასის გათამაშების ოცდამეთორმეტედფინალის პირველ მატჩში, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ადგილობრივ ”ლოკომოტივთან” 1:3 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. ”დინამო” : გაბელია, ცვეიბა, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, რევიშვილი, სვანაძე (გურული), სულაქველიძე, ფანცულაია, კორღალიძე, შენგელია. გუნდს გერმან ზონინი წვრთნიდა.

1988. სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში თანამედროვეობის ოცდამეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 159 ქვეყნის 8 473 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საბჭოთა კავშირის ნაკრები გავიდა (55 ოქრო, 31 ვერცხლი, 46 ბრინჯაო). მეორე საფეხურზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები აღმოჩნდნენ (37, 35, 30), ხოლო მესამე პოზიცია აშშ-ის ათლეტებმა დაიკავეს (36, 31, 27). თამაშების პროგრამაში ჩოგბურთი და მაგიდის ჩოგბურთი შეიტანეს. ქართველთაგან ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), დავითგობეჯიშვილი(თავისუფალი სტილით ჭიდაობა), ვლადიმერ აფციაური (ფარიკაობა), გელა კეტაშვილი(ფეხბურთი) დავლადიმერ გოგოლაძე (სპორტული ტანვარჯიში) გახდნენ.

1992. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე, აზერბაიჯანის ნაკრებს 6:3 მოუგო. ქარველთაგან გოლები დავით ყიზილაშვილმა (2), გიორგი დარასელიამ, შოთა არველაძემ, კახა გოგიჩაიშვილმა და გია ჯიშკარიანმა გაიტანეს. თამაშს 3 000 მაყურებელი დაესწრო. საქართველო: დევაძე (ჯანელიძე), არზიანი, კუდინოვი, სიდამონიძე (ნემსაძე), გ. ჯიშკარიანი, ცომაია, დარასელია (ქინქლაძე), გოგიჩაიშვილი (ყაველაშვილი), რ. არველაძე, ყიზილაშვილი, შ. არველაძე (დ. ჯანაშია). ნაკრებს ანატოლი ნორაკიძე წვრთნიდა.

2001. ავტოკატასტროფაში დაიღუპა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი.

2006. პარიზის ბერსის სასახლეში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ქართველებმა ჯამში ოთხი ეტაპი გაიარეს. საწყის რაუნდში ეგვიპტის გუნდი დაამარცხეს, შემდეგ უკრაინის და კორეის ათლეტებიც გზიდან ჩამოიშორეს. ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის გუნდს სძლია. ტრიუმფატორებს შოთა ხაბარელი წვრთნიდა.

2006. სექტემბრის ბაშოზე კოკაიმ დასავლეთის ოძეკა, ბულგარელი კოტოოუშუ დაამარცხა.

2006. ჩოგბურთში ფედერაციის თასის ფინალში იტალიის ნაკრებმა ბელგიას 3:2 მოუგო.

2007. რიო დე ჟანეიროში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნესტორხერგიანმა(60კგ)ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ ტურნირზე ირაკლი ცირეკიძემ (90 კგ) პირველიადგილიდაიკავა,ხოლოლაშა გუჯეჯიანს (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედალი ერგო.

2007. ბაქოში გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დავით ბედინაძემ (60 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

2008. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრები შვედეთში 59:61 დამარცხდა.

2013. ბუდაპეშტში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 120 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა.

2013. კარლო ანჩელოტიმ “პარმას”, “იუვენტუსის”, “მილანის”, “ჩელსის”, პსჟ-ს შემდეგ მეექვსე გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის მატჩში სათამაშოდ. მადრიდის “რეალმა” სტამბოლში “გალათასარაის” 6:1 მოუგო.

2013. უეინ რუნიმ თავისი 200-ე გაიტანა “მანჩესტერ იუნაიტედში” ასპარეზობისას. “იუნაიტედმა” ლევერკუზენის “ბაიერს” 4:2 მოუგო, რუნიმ დუბლი შეასრულა.

ამ დღეს დაიბადნენ

1929. სტირლინგ მოსი. ინგლისელი ავტომრბოლელი. 466 რბოლიდან მოგებული აქვს 194. მსოფლიოს ჩემპიონატების ოთხგზის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1934. მორინ კონოლი. ამერიკელი ჩოგბურთელი. პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ”დიდი მუზარდის” ოთხივე ტურნირიში გაიმარჯვა (1953).

1941. ვილიამ გრატი. შვედი მძლეოსანი. ათჭიდში 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1942. დორის ბრაუნ-ჰერიტიჯი. ამერიკელი მძლეოსანი. 800 მეტრზე რბენაში 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1944. რეინჰოლდ მესნერი. ავსტრიელი ალპინისტი. დაპყრობილი აქვს პლანეტის ყველა რვაათასიანი მწვერვალი. 1980 წელს, მან პირველად დალაშქრა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი ჟანგბადის ბალიშის გარეშე.

1945. ფილ ჯექსონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავი და ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი. მოთამაშეობისას იცავდა ”ნიუ იორკ ნიკზის” ღირსებას. 1970 და 1973 წლებში გახდა ნბა-ს ჩემპიონი. წვრთნიდა ”ჩიკაგო ბულზს,” ”ლოს ანჯელეს ლეიკერსსა” და აშშ-ის ეროვნულ ნაკრებს. ჩიკაგოელებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა ექვსჯერ მოაგებინა, “ლეიკერსს” – ოთხჯერ. მწვრთნელის რანგში ნბა-ს ჩემპიონობა ათჯერ სხვა არც ერთ სპეციალისტს არ მოუპოვებია. ჯექსონი ამჟამადაც “ლოს ანჯელს ლეიკერსს” უდგას სათავეში.

1946. ბილი ბონდსი. დაახლოებით 25 წლის განმავლობაში თამაშობდა ლონდონის ”ვესტ ჰემ იუნაიტედში”. ამპლუით მცველი. 1975 და 1980 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი. ინგლისის ჩემპიონატების მატჩებში ჩაატარა 758 მატჩი, გაიტანა 49 გოლი. 1981 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდა თბილისის ”დინამოს”.

1953. ბერნდ დიურნბერგერი. 1972-85 წლებში მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი. ჩემპიონთა თასის სამგზის მფლობელი. საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. გერმანიის ხუთგზის ჩემპიონი.

1958. დანიელ ნუნიესი. კუბელი ძალოსანი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1968. გიორგი დარასელია. საქართველოს ნაკრების, თბილისისდინამოს”, ქუთაისისტორპედოს”, ”სამტრედიისნახევარმცველი. ამპლუით გამთამაშებელი. იცავდა ისრაელისრამდენიმეკლუბისღირსებას.საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს რვა მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

1973. დევიდ რეიდი. ამერიკელი მოკრივე. საშუალო წონაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1974. რაშიდ უოლესი. “პორტლენდ თრეილ ბლეიზერზისა” და “დეტროიტ პისტონზის” ფორვარდი-მეფარე (201 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2003) და ფინალისტი (2004). მონაწილეობა აქვს მიღებული ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩებში.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1984. შვედური ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სვენ იოჰანსონი.

2001. ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა დავით ყიფიანი.

2002. ფეხბურთში 1958 წლის ჩემპიონი დიდა.

0.117197