ჩოგბურთი

3:28 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა სეზონი მოგებით განაახლა

რაფაელ ნადალმა პანდემიის შემდგომი სეზონი მოგებით დაიწყო. იტალიის ღია პირველობაზე, რომლის ჩემპიონის ტიტულიც ცხრაჯერ აქვს მოპოვებული, მეორე წრეში იოლად, 6-1 6-1 მოუგო თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტას.

ნადალს პირველ წრეში თამაშმა არ მოუწია. მისთვის ეს შეღავათო არ იყო, რადგან აკაპულკოში (მექსიკა) გამარჯვების შემდეგ, რამდენიმე თვე არ უთამაშია და პრაქტიკა აკლია. აკაპულკოში გამარჯვებით, მან კარიერაში 85-ე ტიტული მოიპოვა. განახლებულ სეზონში, ნუ იორკში გამგზავრებისგან თავის შეიკავა და შესაბამისად, ცინცინტის მასტერსი და აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვა.

რომში, 465-დღიანი პაუზის შემდეგ, პირველად ითამაშა თიხის კორტზე. რომამდე მისი ბოლო სათიხნარო ტურნირი, საფრანგეთის შარშანდლი ღია პირველობა იყო, რომელიც მისი ტრიუმფით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ კარენო ბუსტა აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტია, მასზე იოლი გამარჯვებით კი 34 წლის რაფამ ყველას დაანახა, რომ პარიზული ტურნირის კიდევ ერთხელ მოსაგებად ემზადება.

„კარგია, რომ ტურზე დავბრუნდი, მაგრამ ტრიბუნაზე მაყურებელი გვაკლია. თუმცა მტავარი პოზიტივი ისაა, რომ სპორტი ცხოვრებას დაუბრუნდა“, - განაცხადა ნადალმა.

რაფამ მეტოქის მოწოდბა პირველად მეოთხე გეიმში აიღო და 3-1 დაწინაურდა. ამის შემდეგ, სეტის ბოლომდე მას ერთი გეიმიც არ დაუთმია. კარენო ბუსტას, ჰარდზე ზედიზედ ორი ტურნრის თამაშის შემდეგ, თიხის კორტთან მიჩვევა გაუჭირდა. მეორე სეტიც პირველის მსგავსი გამოდგა. საერთო ჯამში, ნადალმა შეხვედრის მოსაგებად, 73 წუთი იმყოფინა. მან თამაშიდან 20 ქულის აღება შეძლო, კარენო ბუსტამ კი 28 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

ტურნირზე უაილდ ქარდით მოთამაშე, 19 წლის იტალიელმა იანიკ სინერმა დაძაბულ ბრძოლაში, 6-1 6-7(9) 6-2 აჯობა ბერძენ სტეფანოს ციციპასს და რომის შარშანდელი ტურნირის მეორე წრეში, მისგან ნაგემი მარცხისთვის რევანში აიღო.

როცა იტალიელს ანგარიში 6-1 5-2 მიჰყავდა, მესამე ნომრად განთესილმა ციციპასმა თამაშის შემობრუნება შეძლო და მეორე სეტის ტაიბრეიკზე, სეტებში ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტ სეტში კი ბერძენს ისევ „ჩაეძინა“ და სინერმა საკმაოდ იოლად მიღწია საწადელს. აღსანიშნავია, რომ ციციპასმა თავის მეტოქეს საქმე 58 უნებლიე შეცდომით გაუადვილა.

რომში გამოსვლა მოგებით დაიწყო ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ვინც საკმაოდ იოლად, 6-3 6-2 გაუსწორდა ტურნირზე უაილდ ქარდით მოტამაშე იტალიელ სალვატორე კარუზოს.

0.117774