ფეხბურთი

1:45 | 17.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდის შანსი: ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და შედეგად პლეი-ოფს მონაწილე ყველა გუნდი ცნობილია. ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი სამი ქართველი ფეხბურთელის გუნდს აშორებს.

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, ნიკა ნინუას პაოკ-ი და ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ პლეი-ოფში არიან. "გენტმა" და პაოკ-მა ეს საკითხი ჯერ კიდევ სამშაბათს გადაჭრეს და ცხადია, შეხსენებათ არ გჭირდებათ, მეორე სათამაშო დღეს კი, დვალის „ფერენცვაროშიმა“ ზაგრების „დინამო“ 2:1 დაამარცხა. ქართველი მცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ამრიგად, სერგეი რებროვის გაწვრთნილი უნგრეთის ჩემპიონი ძალიან ახლოსაა, რომ ჯგუფური ტურნირის კარი შეაღოს.

პლეი-ოფში გავიდა ნიქოზიის „ომონია“, რომელიც კვიპროსის ჩემპიონი ფედერაციის გადაწყვეტილებით გახდა, რასაც თემურ ქეცბაიას და „ანორთოსისის“ დიდი პროტესტი მოჰყვა. კვიპროსელებმა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ პენალტების სერიაში დაამარცხეს.

„ომონია“ – „ცრვენა ზვეზდა“ 1:1 პენ: 4:2

გოლები: 1:0 ლოფტნერი (31), 1:1 ივანიჩი (45)

„ფერენცვაროში“ – „დინამო ზაგრები“ 2:1

გოლები: 1:0 ლოვრენშიში (2), 1:1 უზუნი (23, ა.გ), 2:1 უზუნი (65)

„მაკაბი“ – „დინამო ბრესტი“ 1:0

გოლი: 1:0 ბიტონი (50, პენ)

„ყარაბაღი“ – „მიოლდე“ 0:0 პენ: 5:6

„მიდტიულანდი“ – „იანგ ბოიზი“ 3:0

გოლები: 1:0 ლევორტი (51, ა.გ), 2:0 დრეირი (62), 3:0 მაბილი (84)

უკვე ცნობილია ყველა წყვილიც, რომლებიც ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩები 22/23-29/30 სექტემბერს გაიმართება (პლეი-ოფში მატჩები ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდება და ორრაუნდიანი იქნება):

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი) – „მიოლდე“ (ნორვეგია)

„კრასნოდარი“ (რუსეთი) - პაოკ (საბერძნეთი)

„სლავია“ (ჩეხეთი) – „მიდტიულანდი“ (დანია)

„მაკაბი“ (თელ ავივი, ისრაელი) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„გენტი“ (ბელგია) – „დინამო“ (კიევი, რუსეთი)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ომონია“ (კვიპროსი)

ბოლოსკენ, შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის 26 მონაწილე გუნდი უკვე ცნობილია, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური კი 20-21 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

0.117611