ფეხბურთი

21:58 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" დე შილიოს ტრანსფერი შეათანხმა

იტალიის ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" მცველი მატია დე შილიო უახლოეს მომავალში "რომას" ფეხბურთელი გახდება. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, "მგლებმა" "იუვესთან" ტრანფერი უკვე შეათანხმეს და ახლა მატიასთან მოლაპარაკებებს მართავენ.

ტრანსფერი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც დე შილიოს აგენტი კონტრაქტის პირობებზე თანხმობას განაცხადებს. ასევე, ცნობილია, რომ მატიას რომში გადასვლა ედინ ჯეკოს "ბიანკონერში" ტრანსფერთან კავშირში არაა.

დე შილიო "მილანის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 2017 წელს დატოვა. ბოლო სამ სეზონში "იუვენტუსის" მაისურით მატიამ 61 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. დე შილიო იტალიის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116326