ეკვადორის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "უოტფორდის" ყოფილი მცველი პერვის ესტუპინიანი კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 22 წლის მოთამაშემ შვიდწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ "უოტფორდმა" 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ესტუპინიანი ინგლისურმა კლუბმა 2017 წელს "უდინეზედან" დაიმატა და მას შემდეგ სამი სეზონი იჯარის წესით სხვადასხვა გუნდებში ათამაშებდა. გასული სეზონი პერვისმა "ოსასუნაში" გაატარა და 39 შეხვედრაში ერთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.