ფეხბურთი

18:34 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" არგენტინელი მეკარე დაიმატა

ლონდონის „არსენალის“ მეკარე ემილიანო მარტინესი კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელმა ბირმინგემელებთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

არგენტინელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

ემილიანო მარტინესი „არსენალში“ 2012 წელს გამოჩნდა, თუმცა ამ პერიოდში მხოლოდ 38 თამაში ჩაატარა და სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122824