ფეხბურთი

18:03 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანმა "ბარსაში" ლუკაკუ მოითხოვა

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, რომეული ლუკაკუს შეძენა სურდა. ამის შესახებ Esporte 3 წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, ნიდერლანდელს ბელგიელი ლუის სუარესის იდეალურ შემცვლელად ესახებოდა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, რადგან ლუკაკუს ტრანსფერისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ.

კუმანი ლუკაკუს ძალიან კარგად იცნობს, 2016-2017 წლების სეზონში ისინი ერთად ლივერპულის „ევერტონში“ მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლუის სუარესი ტოვებს, რომელიც კუმანმა განაცხადში პრესეზონის მეორე ამხანაგურ მატჩშიც („ჟირონასთან“) არ შეიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111901