ფეხბურთი

22:38 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კირილ ნოვიკოვი: "პოლიტიკასთან კავშირი არ გვაქვს, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ"

მოსკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის კირილ ნოვიკოვის განცხადებით, თბილისში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდნენ და პოლიტიკას „ლოკომოტივთან“ გასამართ შეხვედრასთან კავშირი არ აქვს.

„მოხარული ვართ, რომ თბილისში ჩამოვედით. სერიოზული მოწინააღმდეგე გველოდება, რთული იქნება, მაგრამ გამარჯვების იმედი გვაქვს. მეტოქის შესახებ სრულ ინფორმაციას ვფლობთ, ვიცით მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თუმცა ამაზე არ ვისაუბებ. პოლიტიკა არაფერ შუაშია, ჩვენ თამაშს ამ კონტექსტში არ განვიხილავთ, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

ფეხბურთი კაცური თამაშია, მთავარია წესები დავიცვათ. არ ვფიქრობ, რომ უხეში გუნდი გვყავს, არსებობს მსაჯი, რომელიც სიტუაციას აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს. მამაჩემმა საქართველოზე ბევრი რამ მითხრა, მათ შორის ისიც, რომ „დინამო“ ევროტურნირების მატჩებს ზოგჯერ თბილისში ატარებდა და სტადიონი ყოველთვის ივსებოდა. უფრო სასიამოვნოა, რომ სტადიონი ივსება და სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების წინაშე უნდა ვითამაშოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ სტადიონი გაივსებოდა შეზღუდვა რომ არ არსებობდეს. გუნდებისთვის და ფეხბურთისთვის ეს კარგი იქნებოდა.

არ მაინტერესებს რას წერენ სოციალურ მედიაში ჩემს შესახებ, ჩვენს საქმეს მშვიდად ვაკეთებთ და მაღალ მიზნებს ვისახავთ. გვინდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ და რუსეთის პრემიერლიგაში ლიდერებს შორის ვიყოთ“, - აღნიშნა ნოვიკოვმა.

შეგახსენებთ, „ლოკომოტივი“ – „დინამოს“ მატჩი 17 სექტემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.108302