თამაშგარე

14:19 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანი ბალერონის როლში

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია ურუგვაელი შემტევი ედისონ კავანი ურუგვაის ნაციონალური საბალეტო დასის ხელმძღვანელთან, რომელიც მობურთალს დარიგებებს აძლევს. როგორც შემდეგში გაირკვა, კავანიმ ისეთი ბრუნები აკეთა, ბევრ ცნობილ ბალერონს რომ შეშურდება...

საბალეტო დასთან შეხვედრის და მათთან ერთად ვარჯიშის შემდეგ, ამჟამად უგუნდოდ მყოფმა ურუგვაელმა მეგოლემ განაცხადა, რომ მისი ამ ნაბიჯის მიზეზი ბალეტისადმი არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაა და უსამართლობად მიაჩნია ის, რომ ურუგვაიში მშობლებს ბიჭები მხოლოდ ფეხბურთზე მიჰყავთ და ბალეტზე მხოლოდ გოგონები რომ დადიან.

კავანის თქმით, მას ახალგაზრდობაში ცეკვა მუდამ უყვარდა, თუმცა დიდ ბალეტში საკუთარი შესაძლებლობები პირველად გამოსცადა და ახლა უფრო მეტად აღიარებს იმ შრომასა და თავდადებას, რასაც ბალერინები და ბელერონები მათ საქმიანობას ახმარენ.

0.117261