ფეხბურთი

13:51 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" და "ტოტენჰემი" ბეილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ლონდონის „ტოტენჰემი“ და მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ინფორმაცია უელსელი ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმაც არ უარყო, რომელიც BBC-ის ესაუბრა.

„გარეთს ჯერ კიდევ უყვარს „ტოტენჰემი“. ჩვენ მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და ბეილს წასვლა სურს“, - თქვა ბარნეტმა.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალში“ 2013 წლის ზაფხულში სწორედ „ტოტენჰემიდან“ გადავიდა. „სამეფო კლუბში“ უელსელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია სიტუაცია გაფუჭებული აქვს, მან მადრიდულ გრანდში 251 მატჩში 105 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ბეილმა 2007-2013 წლებში 203 თამაშში თავი 55-ჯერ გამოიჩინა.

0.151603