ფეხბურთი

11:25 | 16.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში გადაწყვიტეს: ბუნდესლიგაში გულშემატკივრები ბრუნდებიან

გერმანიაში სატდიონზე გულშემატკივარი ბრუნდება! ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვით 6 კვირის განმავლობაში სტადიონის ტევადობის 20%-ზე ქომაგი დაიშვება.

ოქტომბრის ბოლოს გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის მონაცემების ახალი შეფასება უნდა განხორციელდეს და 6-კვირიანი ვადის განსაზღვრაც ამას უკავშირდება. 6 კვირაში სიტუაციას კიდევ ერთხელ შეაფასებენ და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს, მიუნხენის „ბაიერნისა“ და „შალკეს“ მატჩით დაიწყება.

თეგებიბუნდესლიგა
0.114363