ჩოგბურთი

23:31 | 15.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ენდი მარიმ საფრანგეთის ღია პირველობის უაილდ ქარდი მიიღო

ენდი მარი საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებს. ტურნირის ორგანიზატორებმა ბრიტანელ ჩოგბურთელს უაილდ ქარდი უბოძეს. მარისთვის ეს 2017 წლის შემდეგ, როლან გაროსზე პირველი გამოსვლა იქნება.

დიდი სლემის ტურნირების სამი ტიტულის მფლობელ მარის ამჟამად რეიტინგში 110-ე ადგილი უკავია. ამის მიზეზი, გაჭიანურებული ტრავმაა, რომელიც დიდხანს თამაშის საშუალებას არ აძლევდა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კორტზე დაბრუნება, პანდემიური ჩაკეტილობის მოხსნის შემდეგ შეძლო და ცინცინატის მასტერსზე და აშშ-ის ღიაზე ითამაშა.

როლან გაროსზე მარის საუკეთესო შედეგი, ფინალში თამაშია. საფრანგეთის 2016 წლის ღია პირველობის ფინალში, მან ოთხ სეტში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.

ფლეშინგ მედოუსზე მეორე წრეში დამარცხების შემდეგ, მარიმ განაცხადა, რომ რომში თამაში მისთვის ზედმეტი დატვირთვა იქნება, რადგან მრავალთვიანი უქმეობის შემდეგ, მისი სხეული ამას გადაჩვეულია. თავისუფალ დროს კი თიხის კორტზე ვარჯიშს დაუთმობს, რათა პარიზული ტურნირისთვის მზად იყოს. „ამ მომენტში, ჩემი მიზანი საფრანგეთის ღიაზე თამაშია. თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ერთი კი დანამდვილებით ვიცი - რომში არ ვითამაშებ“, - განაცხადა მარიმ.

მარის გარდა, უაილდ ქარდით ისარგებლებენ კანადელი ეუჟენი ბრუშარი, ვისაც საფრანგეთის ღიას ნახევარფინალში 2014 წელს აქვს ნათამაშები და ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა, ვინც ახლახანს, აშშ-ის ღიას მეოთხედფინალს მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11401