ვეტერანი სერბი ფეხბურთელი ბრანისლავ ივანოვიჩი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და კარიერას „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ გააგრძელებს.
36 წლის ფეხბურთელს ზაფხულში „ზენიტთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა, რის შედეგადაც, ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრანისლავი ახალ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბრანისლავ ივანოვიჩი პრემიერლიგაში 2008-2017 წლებში თამაშობდა, როდესაც „ჩელსის“ ღირსებას იცავდა და 377 მატჩში 34 გოლი გაიტანა.