ევროპა ლიგის მესამე შესარჩევ რაუნდში, თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქის, მოსკოვის „დინამოს“ რიგებში სიახლეა. გუნდი ბოსნიელმა მცველმა, ტონი შუნიჩმა დატოვა. ის კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
შუნიჩი „დინამოში“ 2017 წელს გადავიდა გერმანული „შტუტგარტიდან“ და მის კონტრაქტს გაისად ზაფხულში გასდიოდა ვადა, თუმცა ჩინეთში გადაბარგება არჩია.
შუნიჩს ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში 40 მატჩი ჩაუტარებია.