აკი ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი მე-4 მაეგაშირა იუტაკაიამას დაუპირისპირდა და მისი დამარცხება ოშიდაშის ილეთით მოახერხა.
ორთაბრძოლის დაწყებითანავე ტოჩინოშინმა მეტოქეზე უპირატესობა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ სცენარი არაერთხელ შეიცვალა, საბოლოოდ მაინც იმაჯვა.
ეს წყვილის მე-4 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა გოლიათმა ყველა მოიგო.
ამრიგად, ტოჩის 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ შემოდგომის სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 12 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს.
გორგაძის მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ლევანი აქამდე 19-ჯერ შეხვდა და 12-ჯერ მეტოქის დამარცხება მოახერხა, 7-ჯერ კი თავად წააგო.