ტრავმა, რომელიც „გრონინგენის“ ნახევარმცველმა, არიენ რობენმა, ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში პსვ-ს წინააღმდეგ (1:3) მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა - გვამცნობს Goal.com.
რობენი ამ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ ნახევარი საათის თავზე ტრავმის გამო შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩვეულებრივ მივიდა და საერთო ჯგუფში გაისარჯა.
შეგახსენებთ, რომ რობენი „გრონინგენის“ აღზრდილია.