ფეხბურთი

23:59 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" დაწევის შანსი ყველამ ხელიდან გაუშვა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მესამე სათამაშო დღეს სამი მატჩი გაიმართა და ტურიც დასრულდა.

უნდა ითქვას, რომ სამ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გავიდა და ორი საერთოდაც უგოლოდ დასრულდა... გორის „დილამ“ და „საბურთალომ“ „დინამო თბილისთან“ ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში მოქცევის შანსი ხელიდან გაუშვეს, რადგან ერთმა „თელავს“ ვერ მოუგო, მეორემ - თბილისის „მერანს“.

ტური კი ქუთაისში „ტორპედოს“ გამარჯვებით დაიხურა, რომელმაც „სამტრედიას“ მძიმე ბრძოლაში აჯობა.

მეორე ტაიმის სტარტზე ოლეგ მამასახლისის პენალტით გატანილ გოლს, ასევე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ნიჯატ ყურბანოვმა უპასუხა, მაგრამ 5 წუთში ციცქიშვილა მიხეილ აშვეთიას გუნდი ხელმეორედ დააწინაურა. „ტორპედომ“ 2:1 მოიგო და „სამტრედიას“, რომელიც პლეი-აუტის ზონაშია 3 ქულით გაასწრო.

ეროვნულ ლიგას 22 ქულით „დინამო თბილისი“ ლიდერობს, რომელიც „საბურთალოს“, „დინამო ბათუმსა“ და „დილას“ 2 ქულით უსწრებს.

„ტორპედო“ – „სამტრედია“ 2:1

გოლები: 1:0 მამასახლისი (49, პენ), 1:1 ყურბანოვი (64, პენ), 2:1 ციცქიშვილი (69)

„მერანი“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)

„დილა“ – „თელავი“ 0:0 (0:0)

0.60631