ავტოსპორტი

23:31 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა 90-ე გამარჯვება ფერარის საიუბილეო რბოლაში მოიპოვა

ლუის ჰამილტონი მიხაელ შუმახერის რეკორდს - 91 გამარჯვებას, ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა - მუჯელოს ტრეკზე, რომელიც „ფერარის“ ეკუთვნის, „ფერარის“ საიუბილეო, მე-1000 რბოლაში, ტოსკანას დიდ პრიზზე მოპოვებული გამარჯვება, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონისთვის, კარიერაში 90-ეა.

ეს რბოლა ორი რამითაც არის გამორჩეული - მიმდინარე სეზონში ეს პირველი რბოლაა, რომელსაც მაყურებელი, თუნდაც ძალიან ცოტა დაესწრო. მეორე კი მომხდარი ავარიები და ამ ავარიების გამო გამოთიშული პილოტების დიდი რაოდენობაა. ფინიშს მხოლოდ 12-მა პილოტმა მიაღწია.

რბოლა ორჯერ შეწყდა, რადგან მომხდარი ავარიების გამო, ტრასა ნამსხვრევებით დაიფარა და მისი საფუძვლიანი გაწმენდა გახდა საჭირო. ორივეჯერ რესტარტი ადგილიდან მისცეს, რამაც ერთხელ ვალტერი ბოტასს დაწინაურების საშუალება მისცა, თუმცა ჰამილტონმა ეჭვები მალევე მოხსნა. ბოტასი ისევ მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი „რედ ბულის“ პილოტი გავიდა, ოღონდ არა მაქს ფერსტაპენი, რომელმაც წელს ერთხელ როგორღაც შეძლო სამქიმიანების დამარცხება, არამედ მისი ტაილანდელი თანაგუნდელი ალექსანდერ ალბონი, ვინც ფ1-ის კვარცხლბეკზე პირველად ავიდა. ფერსტაპენმა კი რბოლა სტარტზევე, იტალიის დიდი პრიზის გამარჯვებულ პიერ გასლისთან შეჯახებისას დაასრულა.

„ფაქტობრივად, ერთ დღეში სამი რბოლა გამოგვივიდა. რესტარტი დიდ ყურადღებას და დაძაბვას მოითხოვს. ეს კი ძალიან, ძალიან რთულია“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც უკვე 222-ე რბოლა დაასრულა ქულებში, რაც ფ1-ის რეკორდია. დაკიდევ, ფ1-ში დაბრუნების შემდეგ, „მერსედესმა“ მე-100 რბოლა მოიგო.

„ფერარის“ პილოტებმა, ვერც საკუთარი გუნდის საიუბილეო რბოლაში ისახელეს თავი. არადა, რბოლის დასაწყისში, შარლ ლეკლერმა შეძლო მესამე ადგილამდე დაწინაურება და ერთხანს მისი შენარჩუნებაც შეძლო. თუმცა საბოლოოდ, ფინიში მერვემ გადაკვეთა, სებასტიან ფეტელი კი ერთადერთ ქულას დასჯერდა.

ტოსკანას ფერარის 1000 დიდი პრიზი

მუჯელო, დისტანცია 309.455 კმ (5.245 კმ, 59 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:19:35.060
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +4.880
  3. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) +8.064
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) +10.417
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) +15.650
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +18.883
  7. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) +21.756
  8. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +28.345
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) +29.770
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +29.983
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) +32.404
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) +42.036
  13. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 17 წრე
  14. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 52 წრე
  15. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 53 წრე
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 54 წრე
  17. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 54 წრე
  18. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 54 წრე
  19. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 59 წრე
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 59 წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 190 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 135; 3. მაქს ფერსტაპენი - 110; 4. ლანდო ნორისი - 65; 5. ალექს ალბონი - 63; 6. ლანს სტროლი - 57; 7. დანიელ რიკარდო - 53; 8. შარლ ლეკლერი - 49; 9. სერხიო პერესი - 44; 10. პიერ გასლი - 43; 11. კარლოს საინსი - 41; 12. ესტებან ოკონი - 30; 13. სებასტიან ფეტელი - 17; 14. დანიილ კვიატი - 10; 15. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რეისინგ პოინტი) - 6; 16-17. კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი - 2; 18. კევინ მაგნუსენი - 1; 19-21. ნიკოლას ლატიფი, ჯორჯ რასელი და რომენ გროჟანი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 325 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 173; 3. მაკლარენ-რენო - 106; 4. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 92; 5. რენო - 83; 6. ფერარი - 66; 7. ალფატაური-ჰონდა - 53; 8. ალფა რომეო-ფერარი - 4; 9. ჰაას-ფერარი - 1; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114123