აკი ბაშო დაიწყო. შესაბამისად ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველი ორთაბრძოლა გამართა და დამარცხდა. ტოტინოშინი შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 მაეგაშირა კარიბაიამას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის მეორე ორთაბრძოლა იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა. ტოჩის რეიტინგში პროგრესისთვის მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება მართებს, ამისთვის კი დარჩენილი 14 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ 8 უნდა მოიგოს. ქართველი სუმოისტის მომავალი მეტოქე კი მე-3 მაეგაშირა ტერუცუიოში იქნება, რომელმაც პირველი შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ტოჩისთან კი 1 ბრძოლა აქვს გამართული და ლევანის დამარცხება მოახერხა. ამრიგად, ქართველს ბალანსის გასათანაბრებლად აუცილებლად მოგება მართებს.