ფეხბურთი

12:56 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" რებიჩი გამოისყიდა

იტალიურმა „მილანმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ხორვატი თავდამსხმელი ანტე რებიჩი გამოისყიდა. ამის შესახებ „როსონერის“ ვებგვერდი იტყობინება.

რებიჩთან იტალიელებმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმეს. სანაცვლოდ, „აინტრახტმა“ „მილანიდან“ ანდრე სილვა გამოისყიდა, რომელიც გასულ სეზონში გერმანიაში იჯარით თამაშობდა.

რებიჩმა 2019-2020 წლების სეზონში „მილანის“ ღირსება 30-ჯერ დაიცვა და 12 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111269