სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

2:22 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია განაწყენებულია: "გახსოვდეთ, რომ მათგან განსხვავებით, ჩვენ ფურცელზე არაფერი მოგვიგია"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნიქოზიის „ომონიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და გარდა ამისა, გაიხსენა შარშან განვითარებული მოვლენები, როდესაც „ომონიას“ ჩემპიონად სეზონის დასურულებლად გამოაცხადეს.

რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, 1:1 დასრულდა და „ანორთოსისის“ რიგებში ერთადერი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. ქეცბაიას კომენტარი კი ასეთია:

„ძალიან კარგი თამაში იყო, დერბი სადაც ამ გუნდებს შორის ყოველთვის დიდი ინტერესი და დაძაბულობაა. კარგად არ დაგვიწყია, კონტრშეტევაზე გოლი გავუშვით, მაგრამ თუ ბოლომდე განვითარებულ მოვლენებს გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტს ვიმსახურებდით.

ამ ბოლო დროს ბევრი რამ მესმის... არ ვიცი, გამიზნულად ცდილობდნენ თუ არა ჩემი გუნდის გაღიზიანებას, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: ამ გუნდს მოედანს მიღმა არაფერი მოუგია, რაც მოიგო, მოედანზე მოიგო. რამდენიმე თამაში წავაგეთ, თუმცა რაც შარშან მოხდა ისეთებიც გადახდა. მინდა ხალხს შევახსენო, რომ არც მათ („ომონიას“ - რედ) მოუგია ამე, უბრალოდ ჩემპიონობა იმ ადამიანებმა მიანიჭეს, რომელთაც ფეხბურთზე წარმოდგენაც არ აქვთ.

კვიპროში სამი დიდი გუნდია - „ომონია“, „აპოელი“ და „ანორთოსისი“, ზოგჯერ მართებულია ისტორიის შესაბამისად მოიქცნენ. ჩვენ ბურთით თამაში გვინდოდა, მაგრამ მათ ეს არ სურდათ. ჩვენ არავის არაფერი გვშურს. როგორც უკვე ვთქვი, თუ დღეს ვინმეს უნდა მოეგო, ეს „ანორთოსისია“, ხელიდან გავუშვით კარგი მომენტები, მაგრამ „ომონიას“ წინააღმდეგ ფრეც გამარჯვების ტოლფასია, როგორც ჩვენთვის, ასევე „ომონიასთვის“. ასეთი კარგი თამაშები კვიპროსული ფეხბურთისთვის კარგია.

ჩვენ არ გვინდა ის მივიღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ ან ვინმემ რამე გვაჩუქოს. ამ წლებში არაფერი მოუციათ, ამ გუნდმა ბევრი რამ გაიარა და დღეს აქ არის. ჩვენ წელს, როგორც შარშან ლიდერებში ვიქნებით, რადგან მწამს ჩემი გუნდის და ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედი მაქვს, წელს არ მოხდება ის, რაც შარშან მოხდა, რომ ვინმემ ყველაფერი ფურცელზე მიიღო. მათ ჩემპიონატი ვერ მოიგეს, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს და ესაა მნიშვნელოვანი. პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთელებს და არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, „ომონია“ უფრო მომზადებული იყო, რადგან ორი თამაშით მეტი გამართა. ნამდვილად მინდა, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიში გავიდეს, რადგან ეს კვიპროსული ფეხბურთისთვის კარგი იქნება, აქ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატს სამი ტურის თავზე 7 ქულით ლიმასოლის „აპოლონთან“ ერთად ლიდერობს, რომლის წინააღმდეგ მომდევნო მატჩს ჩაატარებს (20 სექტემბერს).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114801