ფეხბურთი

1:35 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალისა“ და „ბარსელონას“ გარეშე

პრიმერას პირველი ტური, რომელიც ჩემპიონობის მთავარი მაძიებლების, „რეალისა“ და „ბარსელონას“ გარეშე ტარდება, სამი მატჩით გაიხსნა.

„ეიბარმა“ და „სელტამ“ ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს, მსაჯმა კი დამთავრებამდე სამი წუთით ადრე, მასპინძელთა სენეგალელი პაპე დიოპი გააძევა.

„გრანადამ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ 2:0 მოუგო, „ოსასუნამ“ კი ამავე ანგარიშით სტუმრად სძლია „კადისს.“

ამასობაში „ბარსელონამ“ ამხანაგურ მატჩში „ხიმნასტიკს“ 3:1 მოუგო. ლიონელ მესიმ პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი მის მაგიერ მარტინ ბრაიტვაიტი გავიდა მინდორზე. ლუის სუარესი და ვიდალი განაცხადში არ ყოფილან.

კატალონიელთაგან გოლები დემბელემ, გრიზმანმა (პენალტით) და კოუტინიომ გაიტანეს.

ეს „ბარსელონას“ პირველი შეხვედრა გახლდათ ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით.

ესპანეთი

პრიმერა. 1 ტური. 12 სექტემბერი

ეიბარი - სელტა 0:0

გაძევება: პაპე დიოპი (ეიბარი 87)

გრანადა - ბილბაო 2:0

1:0 ერერა (49), 2:0 მილია (53)

კადისი - ოსასუნა 0:2

0:1 ლოპესი (10), 0:2 გარსია (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118354