ფეხბურთი

0:18 | 13.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ მილიკს წელიწადში 4,5 მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა

„ნაპოლის“ პოლონელი შემტევი, არკადიუშ მილიკი, შესაძლოა, დედაქალაქურ „რომაში“ აღმოჩნდეს. რომაელები მას ხუთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ, სეზონში 4,5 მილიონევროიანი ჯამაგირით - წერს თავისი ტვიტერის გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

მილიკი წასვლას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად კლუბის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ ნეაპოლში დარჩენა სურს. ამ ამბავს ერთობ აღუშფოთებია მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, რომელსაც ორი თავდამსხმელი უკვე შეუძენია და მილიკის ადგილი აღარ არის.

გასულ სეზონში მილიკმა „ნაპოლის“ მაისურით იტალიურ სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა.

0.111541