ფეხბურთი

23:16 | 12.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს იდეალური დაბრუნება და "დინამომ" ფანტასტიკური გოლებით მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის და ვინძლო, სეზონის მთავარი მატჩი ქუთაისში გაიმართა, „დინამო ბათუმსა“ და „დინამო თბილისს“ შორის.

ამ ტურამდე აჭარლები დაუმარცხებლები იყვნენ და მოქმედ ჩემპიოს ერთი ქულით უსწრებდა. „დინამო ბათუმმა“ გუნდის ლიდერი ჯოვინო დაკარგა, რომელიც „როტორში“ გადავიდა, ხოლო „დინამო თბილისში“ ჩისკო დაბრუნდა.

მატჩი საინტერესო გამოდგა და სუპერგოლები გავიდა, ნებისმიერი რანგის მატჩს რომ დაამშვენებდა. გიორგი გაბედავასა და ბაქარ ქარდავას პირველი ტაიმის მიწურულს 6-წუთიან ინტერვალში გატანილი გოლები ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს და ორივე ძალიან მაგარი შედევრი გამოვიდა.

მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი ზარიამ სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გამოდგა, მან ტექნიკურად ითამაშა და შესანიშნავი გოლი შეაგდო. „დინამო ბათუმმა“ მეტოქეს ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა თამაშში დაბრუნება 64-ე წუთზე შეეძლო, როცა ჯაბა ჯიღაური პენალტიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ როინ კვასხვაძემ აჯობა. მატჩს ბოლოს გია გეგუჩაძის გუნდმა ანგარიში მაინც დასველა, ვაკო თევდორაძემ პენალტი გაიტანა, მაგრამ ამას ბათუმელები სეზონში პირველი მარცხისგან ვერ იხსნა.

ჩისკოს დაბრუნება კი იდეალური გამოდგა, უშუალო კონკურენტთან მოგება ფანტასტიკური გოლებით და წართმეული პირველი ადგილი. დიახ, ახლა სწორედ „დინამო თბილისია“ 22 ქულით ლიდერის პოზიციაზეა და „დინამო ბათუმს“ 2 ქულით გაასწრო.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 გაბედავა (39), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)

0.161454