ფეხბურთი

21:50 | 12.09.2020 | ნანახია 1175 - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი მაკარიძე "ალმერიას" ფეხბურთელია

გიორგი მაკარიძემ ესპანურ „ალმერიასთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ „როხიბლანკოს“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

მაკარიძე ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 30 წლის ჩვენებური ახალ გუნდს მარბელიაში შეუერთდება. მაკარიძე ბოლოს სეტუბალის „ვიტორიას“ რიგებში ირჯებოდა და პორტუგალიური გუნდის მაისური 48-ჯერ მოირგო.

ისიც ვთქვათ, რომ თურქული „ერზურუმსფორის“ პრეზიდენტი ჰუსეინ იუნეში ქართველ მეკარეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. როგორც მან განაცხადა, მაკარიძესთან შეთანხებულნი იყვნენ, მაგრამ მან შეთანხმება დაარღვია და ახლა პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს.

ცნობისთვის, „ალმერია“ ერთი პერიოდი ლა ლიგაში თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ში მეოთხე პოზიციაზე გავიდა და პლეი-ოფში „ჟირონასთან“ დამარცხდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:31 | 13.09.2020
araza-1918 (6330)

ბელარუსთან კაჭარავა ქვილითაია ლობჟანიძე ზივზივაძე 4-ვე უნდა გამოიძახო და კალაძე მაფიოზას ლაფატკა ხელში და დრენაჟი გააკეთებინო წვიმებია მოსალოდნელი

23:38 | 12.09.2020
davidinho (1027)

კარგია ნამდვილად თურქეთში გადასვლას ესპანეთში წასვლა ჯობდა

22:10 | 12.09.2020
lagashi (6738)

იმედია აღზევდებიან და გაისად პრიმერადივიზიონში ვიხილავთ მაკარიძეს, მერე კი ნაკრებშიც მიხვდებიან რომ პირველი ნომერი ეს უნდა იყოს.

12:33 | 13.09.2020
MARGVELI (1791)

ვაისა ვერაფერს ვერ მიხვდება. კაშია, ყაზაიშვილი, ლორია და ოქრიასვილი მაგისთვის ნაკრების ბირთვია

00:20 | 13.09.2020
თორღვა პანკელი (1138)

ეს უკვე კაი ხანი უნდა მდგარიყო კარებში, მთელი ეს მოსამზადებელი პერიოდი, ეს ბიჭი იყო ნაკრებთთან შესათამაშებელი, ყველა თამაშზე მაკარიძე უნდა ყოფილიყო კარებში. ლორია არაა საიმედო მეკარე და ვაისს მაგარი ეშლება მაგაში, ფეხით თამაშის აზრზე არაა, არც ხელით მოქნეულ პასში არ ბრწყინავს, გამოსვლაზე მთლად გული მისკდება და მეტი რაღაა მეკარე? არც მაკარიძე წყვიტავს ვარსკვლავებს, მაგრამ ლორიას მირჩევნია ხოჭოლავამ ჩადგეს კარებში.)))

01:03 | 13.09.2020
lagashi (6738)

ბოლოს რომ იდგა მაკარიძე, თითქოს რაღაც მომენტში არ იმოქმედა სწორად, იმის გამო ისეთი აზრი ჩამოყალიბდა რომ ნაკრებისთვის გამოვდილება აკლია და ლორია ჯობიაო, არადა ლორიას ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოყოლებული, შიგადაშიგ ისეთი უხეში შეცდომები აქვს დაშვებული.....

0.143058